79 წელი ფაშიზმზე გამარჯვებიდან | ხულო

09 მაისი 2024, 14:05 230 ნახვა

გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს ხულოში. მემორიალთან შეკრებილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა თანამოქალაქეებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს.

ადგილობრივი მუსიკალურმა გუნდებმა  შეასრულეს სიმღერები, მოსწავლეებმა კი ლექსები წაიკითხეს. 

ხულოდან მეორე მსოფლიო ომში 750 ადამიანი მონაწილეობდა, მათგან  247 უგზო-უკვლოდ დაკარგულია.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში