Human Rights Watch - საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტის საბოლოო მოსმენაზე უნდა უარყოს

10 მაისი 2024, 14:03 254 ნახვა

პარლამენტმა კანონპროექტი საბოლოო მოსმენით უნდა უარყოს. მთავრობამ უნდა უზრუნველყოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა და პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ყველა სავარაუდო შემთხვევის ეფექტიანი გამოძიება - ამის შესახებ „Human Rights Watch”-ში აცხადებენ.

მათ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმას, კანონპროექტის მიღება ემუქრება ფუნდამენტურ უფლებებს ქვეყანაში. ის არ შეესაბამება საკანონმდებლო ვალდებულებებს, რომლებიც საქართველოს აღებული აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო კონვენციასთან მიერთებით.

„Human Rights Watch“-ის განცხადებით კანონპროექტის მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ ის მსგავსია აშშ-ის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტისა, თუმცა შტატების კანონმდებლობა არ აიგივებს უცხოური დაფინანსების მიღებას, ნაწილობრივ ან მთლიანად, უცხოეთის ხელმძღვანელობასა და მათი პრინციპების გატარებასთან. ის, უპირველეს ყოვლისა, არეგულირებს ლობისტებს და არ წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის დასუსტების მექანიზმს. - აღნიშნულია განცხადებაში.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში