პრეზიდენტი აქციის მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა

10 მაისი 2024, 20:02 262 ნახვა

იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ,,ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ გამჭირვალობის შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ და აქციებზე საჯაროდაც გამოხატავენ პოზიციებს, დღეს სალომე ზურაბიშვილი შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილთან მიმდინარე მოვლენებზე, მოახლოებულ არჩევნებზე, კოალიციურ მთავრობასა და პრეზიდენტის მხრიდან მხარდაჭერის საკითხზე ისაუბრეს.

მათივე თქმით, ქვეყნის მთავარსარდალმა უწყვეტი პროტესტებისკენ მოუწოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში