ვაფრთხილებ რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი დაჯგუფებების თითოეულ წევრს, ძალადობისთვის კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს - ირაკლი კობახიძე

12 მაისი 2024, 16:59 263 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „აქვთ უატყუარი ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ და უცხოეთიდან დაფინანსებულ ძალადობრივ ახალგაზრდულ დაჯგუფებებს, ხვალ და ზეგ, დაგეგმილი აქვთ ძალადობრივი მოქმედებები საქართველოს პარლამენტისა და პოლიციის წინააღმდეგ“.

„მინდა, გავაფრთხილო რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი დაჯგუფებების თითოეული წევრი, რომ ძალადობისთვის კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს. ამასთანავე, მინდა, ვთხოვო სამართალდამცველებს, გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება და ძალადობაზე, შეურაცხყოფაზე რეაგირებისას იმოქმედონ ევროპულზე მაღალი სტანდარტით. სამართალდამცველებს მინდა, კიდევ ერთხელ, გადავუხადო მადლობა იმისთვის, რომ ძალადობის დიდი მასშტაბისა და სრულიად მიუღებელი ხარისხის მიუხედავად, გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში, ისინი, არსებითად სწორედ ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტებით მოქმედებდნენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში