აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის საკრებულოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან

16 მაისი 2024, 13:31 443 ნახვა

აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის საკრებულოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან. ისინი სამუშაო პროცესში ჩართვაზე უარს მიმდინარე მოვლენების გამო ამბობენ. აღნიშნულის შესახებ დღეს პარტიაში სპეციალური ბრიფინგი ჩატარდა.

საუბარია დაახლოებით 40-მდე საკრებულოს წევრზე. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები აცხადებენ, რომ "ქართულმა ოცნების" მიერ მიღებული კანონი ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ კურსს. ასევე, სოლიდარობა გამოუცხადეს მიმდინარე აქციებზე დაკავებულ პირებს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი