"მე ვხედავ მზეს" - პრემიერა ბათუმის დრამატულ თეატრში

22 მაისი 2024, 11:02 555 ნახვა

ბათუმის დრამატულ თეატრში ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით ორმოქმედებიანი დრამა, ,,მე ვხედავ მზეს“, პრემიერა გაიმართა.

სპექტაკლი რეჟისორ პეტრე ჩარგეიშვილმა დადგა. მასში თეატრის დასის წევრებთან ერთად რამდენიმე სტუდენტიც მონაწილეობს, რომელთა პირველი გამოსვლა იყო სცენაზე.

სპექტაკლმა ანშლაგით ჩაიარა და მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში