საფრანგეთის სენატმა „უცხოურ ჩარევასთან ბრძოლის“ კანონპროექტი მიიღო

23 მაისი 2024, 12:40 280 ნახვა

საფრანგეთის სენატმა „უცხოურ ჩარევასთან ბრძოლის“ კანონპროექტი მიიღო, რომელიც უცხოური ინტერესების წარმომადგენელთა რეესტრის შექმნას მოიცავს.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ უცხოური ინტერესების წარმომადგენლად უნდა დარეგისტრირდეს უცხოეთიდან დაფინანსებული ყველა პირი, გარდა ევროკავშირის მოქალაქეებისა.

კანონპროექტის მიხედვით, სადაზვერვო სამსახურს შეუძლია, იმოქმედოს უცხოური გავლენების აღმოსაჩენად. ამ საკითხმა დიდი წინააღმდეგობა გამოიწვია მემარცხენეების მხრიდან.

დეკლარაციის შევსება ეხება იურისტებსაც და ჟურნალისტებსაც. როგორც სენატორმა ანიეს კანაიემ განაცხადა, დაზვერვის სამსახურთან საუბრისას აღმოაჩინეს, რომ უცხოეთიდან ჩარევა ხდებოდა ჟურნალისტების ან იურისტების დახმარებითაც. მისივე თქმით, კანონპროექტი აუცილებელია დემოკრატიის შენარჩუნებისთვის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი