მალიორკაში რესტორანი ჩამოინგრა - არის მსხვერპლი

24 მაისი 2024, 12:02 318 ნახვა

მალიორკაში  2 სართულიანი რესტორანი ჩამოინგრა, რის შედეგადაც სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა,  დაშავდა 27.  

წინასწარი ინფორმაციით, თავდაპირველად ტერასა ჩამოინგრა, რა დროსაც სტუმრები და მომსახურე პერსონალი ნანგრევების ქვეშ მოექცნენ.

გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა პოლიციის ვარაუდით ტერასაზე დასაშვებზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, რის გამოც მიშენებამ წონას ვერ გაუძლო.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში