ხანძარი ვიეტნამის დედაქალაქში - დაღუპულია 14 ადამიანი

24 მაისი 2024, 12:03 283 ნახვა

14 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა ვიეტნამში, ქალაქ ჰანოიში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად.

განადგურებულია საცხოვრებელი სახლები და საყოფაცხოვრებო ტექნიკა.   საზოგადოებრივი   უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით,  მაშველებმა ცეცხლიდან  7 ადამიანის გამოყვანა შეძლეს.

გავრცელებული ცნობით, ხანძარი სავარაუდოდ ორ კორპუსს შორის მდებარე, ელექტრო ველოსიპედების შესაკეთებელ ცენტრში გაჩნდა, რის შემდეგაც საცხოვრებელ კორპუსზე გავრცელდა.   დაწყებულია გამოძიება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში