ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 18 ივნისს გაიმართება

27 მაისი 2024, 15:51 10270 ნახვა

საქართველოს ჩემპიონი ''დინამო'' ბათუმი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმური კლუბის ყველა 15-ვე სავარაუდო მეტოქე ცნობილია.

  • ფერენცვაროში (უნგრეთი)
  • ყარაბაღი (აზერბაიჯანი)
  • სლოვან ბრატისლავა (სლოვაკეთი)
  • ლუდოგორეცი (ბულგარეთი)
  • ჰიკ (ფინეთი)
  • ფლორა (ესტონეთი)
  • სტიაუა ბუქარესტი (რუმინეთი)
  • კლაკსვიკი (ფარერები)
  • შემროკ როვერსი (ირლანდია)
  • ლინკოლნი (გიბრალტარი)
  • ნიუ საინტსი (უელსი)
  • პიუნიკი (სომხეთი)
  • რიგასი (ლატვია)
  • პეტროკუბი (მოლდოვა)
  • ბალკანი (კოსოვო)

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 18 ივნისს გაიმართება. პირველი მატჩები 9-10 ივლისს, ხოლო საპასუხო 16-17 ივლისს არის ჩანიშნული.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში