ქედაში მრავალწლოვანი ნაძვები მოჭრეს

30 მარტი 2017, 00:00 3266 ნახვა

მრავალწლოვანი შვიდი ნაძვის ხე მოიჭრა ქედაში.    მიზეზი  გზის კეთილმოწყობითი სამუშაოები გახდა.  გამგებელი აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტის კუთვნილ ტერიტორიაზე ხეების მოჭრის ნებართვა საჭირო არ იყო. დაბა ქედაში გზის გაფართოებითი სამუშაოები ხუთი დღის წინ დაიწყო, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 180 ათასი ლარი გამოიყო. 

ამავე კატეგორიაში