ალექსი პეტრიაშვილი ელენე ხოშტარიასა და ზურაბ ჯაფარიძეს შეუერთდა

17 ივნისი 2024, 11:54 198 ნახვა

ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი ელენე ხოშტარიასა და ზურაბ ჯაფარიძეს შეუერთდა. ამის შესახებ „დროასა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.

ალექსი პეტრიაშვილის თქმით, დღეს გადამწყვეტი ბრძოლა სწორედ პოლიტიკურ სივრცეშია, სადაც ყველა ერთად უნდა იდგეს.

„ვთვლი, რომ დღეს გადამწყვეტი ბრძოლა არის სწორედ პოლიტიკურ სივრცეში, ყველა ერთად უნდა ვიდგეთ ამ ბრძოლაში და ჩემთვის პატივია ეს გადაწყვეტილება, რომ ვუერთდები პოლიტიკური პარტიის, „დროას“ გუნდს, ჩემთვის ძალიან ძვირფას მეგობრებსა და ადამიანებს. „დროასთან“ და „გირჩი – მეტი თავისუფლებასთან“ ერთად გავაგრძელებთ ამ ბრძოლას“, – განაცხადა პეტრიაშვილმა პრესკონფერენციაზე.

როგორც პრესკონფერენციაზე ელენე ხოშტარიამ განაცხადა, პარტიები ახლა იძენენ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას და ამ პროცესში შემოსვლა არის მართლაც გაბედული, სწორი და ქვეყნისთვის ძალიან სწორი ნაბიჯი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში