მიმაჩნია, რომ ვისაც ექნება სურვილი მოქმედი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიდან, ყველა უნდა დარჩეს ამ სიაში - ირაკლი კობახიძე

17 ივნისი 2024, 14:50 291 ნახვა

დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობა არის გამორჩეული ყველა წინა უმრავლესობისგან, ბევრი თვალსაზრისით, მათ შორის ესაა კომპეტენცია. მე მიმაჩნია, რომ ვისაც ექნება სურვილი მოქმედი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიდან, ყველა უნდა დარჩეს ამ სიაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, ეს არის გუნდის საერთო დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ.

„აქ იგულისხმება საპატიო თავმჯდომარე, პარტიის თავმჯდომარე, პოლიტსაბჭოს თითოეული წევრი. გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობა გამორჩეული გუნდია, ამ გუნდის თითოეულ წევრს თუ ექნება დარჩენის შესაძლებლობა, ამის საშუალება უნდა მიეცეს. ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება არის ასეთი, რომ ყველა პრინციპული გადაწყვეტილება კონსულტაციების საფუძველზე უნდა იყოს მიღებული. მთელი ამ წლების განმავლობაში სწორედ ამ პრინციპით მოქმედებდა ბიძინა ივანიშვილი. სიასთან დაკავშირებით კონსულტაციები ჯერ არ დაწყებულა. ჩვენთან სია პოლიტსაბჭოს ფორმატში, კოლეგიალურ რეჟიმში განიხილება. აქედან გამომდინარე, ყველა უნდა დაელოდოს ამ საკითხის განხილვას“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულებაა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული კოლეგიალურ რეჟიმში. პოლიტსაბჭო იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას სიის ფორმირებასთან დაკავშირებით და აქ არის ჩართული ყველა ლიდერი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში