“დინამო” ბათუმი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “ლუდოგორეცს” დაუპირისპირდება

18 ივნისი 2024, 16:45 612 ნახვა

“დინამო” ბათუმი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბულგარეთის ჩემპიონს “ლუდოგორეცს” დაუპირისპირდება.

პირველი და საპასუხო შეხვედრები 9/10 და 16/17 ივლისს არის დაგეგმილი. “დინამო”ბათუმი პირველ თამაშს სტუმრად ქალაქ რაზგრადში ჩაატარებს.

თუ "დინამო" ბათუმი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპს დაძლევს, მას სულ მცირე, კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო პლეი ოფი ექნება გარანტირებული. წაგების შემთხვევაში კი გუნდი კონფერენსლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთვება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი