კიევზე რუსეთის თავდასხმების შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა

09 ივლისი 2024, 10:37 252 ნახვა

კიევზე განხორციელებული რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 117-მდე გაიზარდა. დაიღუპა 27 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.

მაშველები შემთხვევის ადგილზე მუშაობას ამ დრომდე განაგრძობენ, მობიზილებულია სპეციალური ტექნიკა.

ამასთან, რუსული მხარის მიერ მასიური თავდასხმების შედეგად დნეპროპეტროვსკის ოლქში, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 64 დაშავდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მასიური თავდასხმის დროს რუსებმა გამოიყენეს 38 სხვადასხვა რაკეტა, ახალი ჰიპერბგერითი იარაღი, მათ შორის „კინჟალის“ და „ისკანდერ ემის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტები, ასევე „ცირკონის“, „ხ-101“-ის, „კალიბრის“, „ხ-22“-ის ტიპის რაკეტები.

კიევში დღეს გლოვის დღეა გამოცხადებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში