“ევროპული საქართველო” ფარული მოსმენების კანონს ასაჩივრებს

05 აპრილი 2017, 00:00 2045 ნახვა

ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონს "ევროპული საქართველო" საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. საპარლამენტო უმცირესობაში მიაჩნიათ, რომ კანონი არაკონსტიტუციურია. მმართველ გუნდში  კი აცხადებენ, რომ ცვლილებებით ადამიანის უფლებებსა და ქვეყნის უსაფრთხოებას შორის ბალანსის დაცვა გარანტირებულია.  ინფორმაციას,  რომ  სააგენტოს, რომელიც მოსმენების განხორციელებას უზრუნველყოფს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე უხელმძღვანელებს,  მმართველ გუნდში არ ადასტურებენ. 

ამავე კატეგორიაში