დასაქმების ზრდასთან ერთად, იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტი, ეს არის, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას - პრემიერი

19 აგვისტო 2024, 17:41 300 ნახვა

გამოქვეყნდა მეორე კვარტლის მონაცემები და 3.1 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული უმუშევრობის დონე, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა და მიმდინარე წელსაც ვინარჩუნებთ 9%-იან ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს.

„ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ზრდა პირდაპირ აისახება დასაქმებაზე, უმუშევრობის დონის შემცირებაზე. ეს არის ის, რაც სჭირდება ჩვენს ხალხს, ჩვენს საზოგადოებას.

სამწუხაროდ, მთელი ჩვენი პოლიტიკური დისკუსია არის გადართული რაღაც ვიწრო პოლიტიკურ საკითხებზე, რომლებიც არ არის არსებითად საინტერესო მოსახლეობისთვის, არ ეხება მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. ჩვენ, პარალელურ რეჟიმში, მთელი ჩვენი საქმიანობა გვაქვს მიმართული იქითკენ, რომ შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, შევამციროთ უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში, დავასაქმოთ მეტი ადამიანი და გვაქვს კონკრეტული შედეგები, რაც არის ასახული არა მარტო სტატისტიკაში, არამედ შემდეგ ეს უმუშევრობის შემცირება, დასაქმების ზრდა პირდაპირ აისახება სახელმწიფო ბიუჯეტზე. ეს ახალი დასაქმებული ადამიანები პირდაპირ იხდიან სახელმწიფო ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადს. შესაბამისად, დასაქმების ზრდასთან ერთად იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტი. ეს არის ის, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში