უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო

09 სექტემბერი 2024, 10:18 202 ნახვა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული მიხაილო ხარიშინი გაიწვია. ამის შესახებ სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

ახლად დანიშნული მინისტრი აცხადებს, რომ ომში მყოფი ქვეყნის ელჩები ვერ იქნებიან მოწყვეტილი ომის რეალობისგან. 

„მე ძალიან კარგად ვიცი, როგორია ელჩად მუშაობა და როგორ უნდა შესრულდეს სამუშაო უფრო ეფექტურად. დღეს ყველა ელჩი უნდა ასრულებდეს მწვრთნელის როლს, რომელიც არ ელოდება მითითებას ცენტრიდან, არამედ მოქმედებს პროაქტიულად, იღებს პასუხისმგებლობას და საკუთარი მაგალითით აჩვენებს უკრაინული დიპლომატიის სიძლიერეს. მე მხარს დავუჭერ საგარეო დიპლომატიური სამსახურის ნებისმიერ ხელმძღვანელს, რომელიც გამოიჩენს ამ სახის ენერგიასა და ეფექტურობას“, – განაცხადა მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი