ფეხბურთში საქართველოს ნაკრებმა ალბანეთის ნაკრები გასვლაზე დაამარცხა

11 სექტემბერი 2024, 01:01 173 ნახვა

ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ალბანეთი 1:0 დაამარცხა. თამაში ორმხრივი იერიშებით მიმდინარეობდა, თუმცა საქართველოს ნაკრებგმა თამაშზე კონტროლი შეძლო. 71-ე წუთზე კი ქოჩორაშვილმა შორიდან დალაშქრა სტრაკოშას კარი და ეს გოლი ერთადერთი აღმოჩნდა ამ მატჩში.

ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრები 6 ქულით ჯგუფში ლიდერობს. მეორე მესამე ადგილს 3-3 ქულით ალბანეთისა და ჩეხეთის ნაკრებები იკავებენ. უკრაინის ნაკრებს 0 ქულით მეოთხე ადგილი უჭირავს.



 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში