სუმის ოლქზე რუსეთის საჰაერო იერიშის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

12 სექტემბერი 2024, 10:21 315 ნახვა

რუსეთმა გასულ ღამეს სუმის ოლქზე საჰაერო იერიში მიიტანა. გავრცელებული ინფორმაციით,  თავდასხმის შედეგად ცამეტი ადამიანი დაშავდა.

რუსულმა ძალებმა გამოიყენეს „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები, რომლის სამიზნეც საცხოვრებელი სახლები, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები იყო.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა 1 270 ოკუპანტი, 1 თვითმფრინავი, 11 ტანკი და 73 საარტილერიო სისტემა გაანადგურეს.

ამასთან, აშშ-მა უკრაინას 700 მილიონ დოლარზე მეტი გამოუყო. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას გამოუყოფს 325 მილიონ დოლარს ელექტროქსელების შესაკეთებლად, 290 მილიონ დოლარს ჰუმანიტარული დახმარების სახით და 100 მილიონ დოლარზე მეტს განაღმვითი სამუშაოებისთვის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში