სარაგბო კლუბმა „ბათუმმა“ რაგბი დიდი 10-ის მიმდინარე სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვა

11 ოქტომბერი 2024, 19:55 479 ნახვა

სარაგბო კლუბმა „ბათუმმა“ რაგბი დიდი 10-ის მიმდინარე სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვა. ირაკლი ნინიძის გუნდმა მე-5 ტურის შეხვედრაში ლელო „სარასენს“ უმასპინძლა და მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით 22:3 დაამარცხა. 

ბათუმელებმა რაგბი არენაზე გამართულ შეხვედრაში მეტოქეს საერთო ჯამში 3 ლელო დაუდეს. ლელოების დუბლი გიგა კობახიძემ მიითვალა, ერთი ლელო კი გიორგი შუკაკიძის ანგარიშზეა. რაც შეეხება დარჩენილ ქულებს,  ორი გარდასახვა ზუსტად  ვაჟა მიქაძემ შეასრულა, ხოლო ერთი ჯარიმა ბუბა ნოზაძემ გაიტანა. სტუმართაგან კი ერთადერთი ზუსტად შესრულებული ჯარიმით თავი პეტრე ხუციშვილმა გამოიჩინა. 

ამ დროისთვის სარაგბო კლუბი „ბათუმი“ რაგბი დიდი 10-ის სატურნირო ცხრილში 11 ქულით მეოთხე პოზიციაზე იმყოფება. 

მომდევნო შეხვედრას შავიზღვისპირელები 20 ოქტომბერს სტუმრად მოქმედი ჩემპიონის ქუთაისის „აიას“ წინააღმდეგ გამართავენ.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი