უძრავი ქონების ბიზნეს ფორუმი

13 ოქტომბერი 2024, 19:48 309 ნახვა

ბათუმში უძრავი ქონების და ტურიზმის რიგით მეორე ბიზნეს ფორუმი გაიმართა.  ფორუმზე სახელწოდებით ,,შენება მდგრადი მომავლისთვის“, მონაწილეები აჭარის საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალს, ასევე რეგიონის უძრავი ქონების ბაზარს გაეცნენ. 

ბიზნეს ფორუმზე პანელური დისკუსიების ფორმატში სხვადასხვა თემებზე იმსჯელეს, მათ შორის  უძრავი ქონების ტენდენციები და შესაძლებლობები, მდგრადი ტურიზმის განვითარება, განათლება - განათლების ქალაქი, არქიტექტურა და ა.შ. 

შეხვედრის ფარგლებში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ ფორუმის მონაწილეებს აჭარის საინვესტიციო და ტურისტული შესაძლებლობები გააცნო.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი