სამხრეთ ლიბანზე ისრაელის თავდასხმას სამი ჟურნალისტი ემსხვერპლა - უცხოური მედია

25 ოქტომბერი 2024, 10:35 238 ნახვა

სამხრეთ ლიბანზე ისრაელის თავდასხმას სამი ჟურნალისტი ემსხვერპლა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ლიბანური მედიის ინფორმაციით, დილით, ქალაქ ჰასბაიაზე იერიშის შედეგად, სულ მცირე, სამი ჟურნალისტი დაიღუპა, მათ შორის არიან პროირანული მედიასაშუალების, „ალ-მაიადინის“ ოპერატორი ღასან ნაჯარი და მოჰამედ რედა, ასევე „ჰეზბოლასთან“ დაახლოებული ტელეარხის, „ალ-მანარის“ ოპერატორი.

ადგილზე მყოფი ჟურნალისტების ინფორმაციით, ბუნგალო, სადაც მამაკაცებს ეძინათ, პირდაპირი დარტყმის სამიზნე გახდა.

ისრაელში კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში