ინტეგრირებული თეატრის “აზდაკის ბაღის“ გასტროლი ბათუმში

25 ოქტომბერი 2024, 09:45 490 ნახვა

ინტეგრირებული თეატრი “აზდაკის ბაღი“ გასტროლების ფარგლებში ბათუმს სტუმრობს. დასმა ბათუმელ მაყურებელს ნოდარ დუმბაძის „ჰელადოსი“  წარუდგინა.

სპექტაკლი სოხუმში განვითარებულ მოვლენებს აღწერს, რომელიც ასახავს ორი მეგობრის სიყვარულს ერთმანეთისა და სამშობლოს მიმართ. ინტეგრირებული თეატრი „აზდაკის ბაღი“ 20 შშმ მსახიობს და 20 პროფესიონალ ხელოვანს აერთიანებს.

ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით სპექტაკლზე მსახიობებმა 4 თვე იმუშავეს. თეატრი 2016 წლიდან ქვეყნის მასშტაბით მაყურებელს სხვადასხვა თემატიკის სპექტაკლებს სთავაზობს. მიზანი შშმ პირების ხელოვნების სფეროში ჩართულობა, სამსახიობო უნარების განვითარება და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში