საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, აჭარაში უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება

26 ოქტომბერი 2024, 08:09 277 ნახვა

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც მიმდინარეობს.

აჭარაში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 317 119 შეადგენს.

რეგიონის ხუთი საარჩევნო ოლქიდან, ყველაზე მეტი ამომრჩეველი ბათუმშია რეგისტრირებული – 154 357 ამომრჩეველი; ყველაზე მცირერიცხოვანი ოლქი კი შუახევია – 14 454; ქედაში – 15 581 ამომრჩველი; ქობულეთი – 66 235;  ხელვაჩაური – 43 271; ხულო – 23 221 ამომრჩეველი. უბნების საერთო რაოდენობა შეადგენს 317-ს, საიდანაც 251 უბანზე ხმის მიცემა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი. 66 უბანზე არჩევნები ძველი წესით   ჩატარდება. 

აჭარის რეგიონში 114 ადაპტირებული უბანი გაიხსნება.

აჭარის უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად 14 პოლიტიკური სუბიექტია დარეგისტრირებული:

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კი ევროპას-სტრატეგია აღმაშენებელი“ (შემოკლებული დასახელება: „კი ევროპას“) საარჩევნო სახელწოდებით: „კი ევროპას“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ტრიბუნა“, საარჩევნო სახელწოდებით: „ტრიბუნა“;  მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ (შემოკლებული დასახელება: მპგ „ქართული ოცნება“) საარჩევნო სახელწოდებით: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „გახარია საქართველოსთვის“ საარჩევნო სახელწოდებით: „გახარია საქართველოსთვის“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი პოლიტიკური ცენტრი“ (შემოკლებული დასახელება „გირჩი“) საარჩევნო სახელწოდებით: „გირჩი“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“, საარჩევნო სახელწოდებით: „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“ (შემოკლებული დასახელება: „ევროპელი დემოკრატები“) საარჩევნო სახელწოდებით: „ევროპელი დემოკრატები“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ საარჩევნო სახელწოდებით: „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „სამართლიანობისთვის“, საარჩევნო სახელწოდებით: „სამართლიანობისთვის“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველო“ საარჩევნო სახელწოდებით: „თავისუფალი საქართველო“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება პარტია „საქართველო“, საარჩევნო სახელწოდებით: „საქართველო“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ (შემოკლებული დასახელება: „ერთიანობა-ენმ“) საარჩევნო სახელწოდებით: „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ (შემოკლებული დასახელება: „საქართველოს პატრიოტები“) საარჩევნო სახელწოდებით: „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი ერთობა გვარამია მელია“ (შემოკლებული დასახელება: „ახალი ერთობა“) საარჩევნო სახელწოდებით: „ახალი ერთობა გვარამია მელია“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში