დღეს ილია თოფურია საჩემპიონო ქამარს მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ დაიცავს

26 ოქტომბერი 2024, 09:56 324 ნახვა

დღეს, აბუ-დაბიში UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია UFC 308-ის მთავარ ბრძოლაში საჩემპიონო ქამარს პირველად  დაიცავს.
ქართველი მებრძოლის მეტოქე ამერიკელი მაქს ჰოლოუეი იქნება.

27 წლის თოფურიას შერეულ ორაბრძოლებში 15 მოგება და 0 წაგება აქვს, 32 წლის ჰოლოუეის სტატისტიკა კი 26 გამარჯვება და 7 მარცხია.

UFC 308 აბუ-დაბიში თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება,ხოლო ღონისძიების მთავარი ბრძოლები 22:00 საათიდან არის ჩანიშნული.

შეგახსენებთ,რომ დაუმარცხებელი ილია თოფურია პირველი ქართველია ვინც UFC-ის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. 17 თებერვალს, ანაჰაიმში გამართულ სატიტულო ბრძოლაში ქვემსუბუქი წონის მაშინდელი ჩემპიონი, ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი მეორე რაუნდში დაანოკაუტა.

ამ დროისთვის კი ყველაზე პრესტიჟულ საბრძოლო ორგანიზაციაში საქართველოს ორი მოქმედი ჩემპიონი ილია თოფურია და მერაბ დვალიშვილი ჰყავს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში