“დინამო“ ბათუმმა „თელავი“ მინიმალური სხვაობით დაამარცხა

02 ნოემბერი 2024, 23:33 294 ნახვა

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „დინამო“ ბათუმმა ეროვნული ლიგის 31-ე ტურის შეხვედრაში გათამაშების ერთ-ერთ აუტსაიდერს „თელავს“ უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა. 

მასპინძლებმა პირველი ნახევარი 30-ე წუთზე, მარიო ბალბურდიას მიერ გატანილი გოლით მინიმალური სხვაობით მოიგეს. მეორე ნახევარში ორივე გუნდის მხრიდან მიუხედავად არაერთი მცდელობისა ტაბლოზე ანგარიში აღარ შეცვლილა და ბათუმელებმა ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით მეორე გამარჯვება მოიპოვეს. 

31 ტურის შემდეგ „დინამო“ ბათუმი სატუნირო ცხრილში 49 ქულით მეოთხე პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას შავიზღვისპირელები 8 ნოემბერს სტუმრად, ქუთაისის „ტორპედოს“ წინააღმდეგ გამართავენ.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში