აშშ-ს ელჩი ჩრდილოეთ კორეას მიმართავს

25 აპრილი 2017, 00:00 2320 ნახვა

''ამერიკელ სამხედროებს ჩრდილოეთ კორეაზე დარტყმის განხორციელება შეუძლიათ, თუ ოფიციალური ფხენიანი ბალისტიკური რაკეტების გამოცდას განაგრძობს'' -  ამის შესახებ გაეროში ამერიკის მუდმივმა წარმომადგენელმა განაცხადა.  ნიკი ჰეილი ამბობს, რომ თეთრი სახლი არაფერს მოიმოქმედებს, ვიდრე კიმ ჩენ ინი ამის საბაბს არ მისცემს. მან ასევე აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტი ტრამპი მიიღებს. ჰეილის თქმით, ვაშინგტონს ფხენიანთან ომი არ სურს და საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობაზეა ფოკუსირებული.

ამავე კატეგორიაში