დონალდ ტრამპი დღეს ვაშინგტონში თურქ კოლეგას შეხვდება

16 მაისი 2017, 00:00 1329 ნახვა

დონალდ ტრამპი დღეს ვაშინგტონში თურქ კოლეგას შეხვდება. თეთრი სახლის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეჯებ ტაიპ ერდოღანი ვაშინგტონში უკვე ჩაფრინდა.

„ლიდერები ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებისა და ტერორიზმის გამოვლინების ნებისმიერ ფორმებთან ბრძოლის შემდგომ ნაბიჯებს განიხილავენ “, - ნათქვამია ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა სირიაში ქურთული სამხედრო ფორმირებებისთვის იარაღის მიწოდების შესახებ ვაშინგტონის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იქნება. ერდოღანი ტრამპთან ფეტჰულა გიულენის ექსტრადირების საკითხსაც განიხილავს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი