ბათუმის სიმებიანი კვარტეტი საიუბილეო კონცერტისთვის ემზადება

13 ნოემბერი 2025, 15:49 526 ნახვა

ბათუმის კულტურის ცენტრის სიმებიანი კვარტეტი 10 წლის საიუბილეო, სოლო კონცერტისთვის ემზადება. საღამო ხვალ , ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონცერტო დარბაზში უნდა გაიმართოს. სიმებიანი კვარტეტი 2015 წელს, ბათუმის კამერული ორკესტრის ბაზაზე შეიქმნა.

იგი ევროპული და ქართული კლასიკური კამერული ჟანრის მნიშვნელოვან ნაწარმოებებს უწევს პოპულარიზაციას. კვარტეტის რეპერტუარშია 40-მდე ცნობილი ქართული და ევროპული კლასიკოსების ნაწარმოები, აგრეთვე მელოდიები კინოფილმებიდან. კონცერტზე დასწრება ყველა მსურველისთვის თავისუფალია.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში