სამეცნიერო კონფერენცია ბათუმში

22 ნოემბერი 2025, 19:24 311 ნახვა

,,ათეროსკლეროზის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე პრინციპები", -ამ თემაზე საქართველოს ათეროსკლეროზის ასოციაციის ეგიდით, ბათუმში VI  სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციას კარდიოლოგები, თერაპევტები, რადიოლოგები, ოჯახის ექიმები, ნევროლოგები და ენდოკრინოლოგები ესწრებოდნენ. მონაწილეებმა შეხვედრის ფარგლებში, განიხილეს უახლესი გაიდლაინები.

შეხვედრაზე, აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა უწყების მიერ დაგეგმილ სიახლეებზეც ისაუბრა.

2026 წლიდან სამინისტრო იწყებს ახალი ინოვაციური სამედიცინო სერვისის - ლიპიდდამაქვეითებელი თერაპიის დაფინანსებას.

დადასტურებული ათეროსკლეროზული კარდიოვასკულარული დაავადებების შემთხვევაში, სერვისი დაუფინანსდებათ მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტებს, რომელთაც აქვთ გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, სტენოკარდია, კორონარული სტენდირება ან შუნტირება, ინსულტი ან აქვთ პერიფერიული არტერიული დაავადებები.

პროგრამის მიზანია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული ლეტალობის პრევენცია და ძვირადღირებულ სამედიცინო სერვისებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში