თვითმმართველი ორგანოების გაერთიანება

01 ივნისი 2017, 00:00 2056 ნახვა

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გაერთიანების საკითხი განიხილეს დღეს მთავრობის სხდომაზე. პრემიერის თქმით, მუნიციპალიტეტებში აიპ-ების ოპტიმიზაციის მექანიზმი დარეგულირდება და ერთ სფეროში შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთი არასამეწარმეო იურიდიული პირის შექმნა, რათა თავიდან იქნას აცილებული ფუნქციების დუბლირება.

ასევე, ყველა დასახლებაში გათვალისწინებულია ტერიტორიული ორგანოების შექმნა, რომლებიც კონკრეტული დასახლების საჭიროებებს და მოთხოვნებს მუნიციპალიტეტების მერამდე მიიტანენ.

ამავე კატეგორიაში