ძენწმანის მეჩეთის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა

04 დეკემბერი 2025, 14:49 227 ნახვა

ქედის მუნიციპალიტეტში არსებული ძენწმანის მეჩეთის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 267 ათას 218 ლარი დახარჯა.

რაც შეეხება სამუშაოებს: პროექტით გათვალისწინებული ცოკოლის სართულის კედლები ტრადიციული ქვის წყობით აღდგა.

დაზიანებული ხის  მასალები აღდგა და დამუშავდება სპეციალური  ხსნარით.  არსებული ორნამენტური დეკორები, არსებული ნიმუშების მიხედვით აღადგინეს. 

მეჩეთი მე-19  საუკუნით თარიღდება და თითქმის სრულად ინარჩუნებს ავთენტურობას და წარმოადგენს ქართული საკულტო არქიტექტურის მხატვრულ ნიმუშს. 

აჭარის კულტური მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო მალე ზვარეს მეჩეთის რეაბილიტაციას დაიწყებს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში