''ქობულეთობა'' - ოპოზიცია ხარჯებს აპროტესტებს

28 ივნისი 2017, 00:00 2622 ნახვა

30 ათასი ლარი დაიხარჯება ,,ქობულეთობის” დღესასწაულისთვის.  თანხის ნაწილი კი ბანკეტს მოხმარდება, აცხადებენ ოპოზიციაში. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი აცხადებს, რომ თანხის 90% დაიხარჯება სუფრისთვის. ბონდო თედორაძის თქმით, დღესასწაულისთვის გამგეობა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს თანხის შეგროვებასაც სთხოვს, რასაც უარყოფენ ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები.

კონკრეტულად რამდენი დაიხარჯება სახალხო დღესასწაულისთვის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სამსახურში  ვერ გვეუბნებიან. თუმცა  ნათია ნიჟარაძე საზეიმო ვახშამის აუცილებლობაზე საუბრობს და მისი თქმით, ამაში უცნაური არაფერია. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში