მართლმადიდებლები პეტრე-პავლობის დღესასწაულს აღნიშნავენ

12 ივლისი 2017, 00:00 4113 ნახვა

  მართლმადიდებლური სამყარო დღეს პეტრე-პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს. ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში, საზეიმო წირვა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ აღავლინა.  


სახარების თანახმად მოციქულები, უფლის ხმობამდე, გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად ადრე სვიმონი ერქვა. მისი რწმენის გამო, უფალმა  პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს. მოციქული პავლე წარმოშობით ბენიამენიდან იყო. სახარების მიხედვით დამასკოსაკენ მიმავალი დიდმა სინათლემ დააბრმავა. ნათლობისას, წყალში შთაფლვისას კი მოციქულ პავლეს მხედველობა დაუბრუნდა.   
პეტრე და პავლე ქრისტეს სხვა მოწაფეებს შორის, თავიანთი ღვაწლით იმდენად გამოირჩეოდნენ,  რომ  მათ თავმოციქულები ეწოდათ. პეტრე-პავლობის დღესასწაულს წინ ერთთვიანი მარხვა უძღოდა.

ამავე კატეგორიაში