პროცესზე მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს

15 ივლისი 2017, 00:00 2203 ნახვა

ამ წუთებში მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას პროცესზე მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს. ერთ-ერთი ძირითადი მოწმის სტატუსით იკითხება აქციის საქმეზე ბრალდებული მერაბ მურვანიძე.

მან განაცხადა, რომ აქციის დროს მხოლოდ ფილები ამოყარა და საპატრულო მანქანას ფეხი მიარტყა. მისი თქმით მერაბ ღოღობერიძეს ეკრანიდან იცნობს, ირაკლი ჩხვირკია კი აქციაზე ნახა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში