თურქეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულ ერთ-ერთ მშობელს ქვედა კიდურის ამპუტაცია ჩაუტარდა

16 ივლისი 2017, 00:00 3600 ნახვა

თურქეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულ ერთ-ერთ მშობელს ქვედა კიდურის ამპუტაცია ჩაუტარდა. ანსამბლის ხელმძღვანელს კი თავისა და  გულ-მკერდის არეში ტრამვები აღენიშნება. ორივე მათგანის  ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. კლინიკაში ასევე  რჩება მძღოლი, რომლის ჯანმრთელობის  მდგომარეობა  როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს შედარებით მძიმეა. 

რაც შეეხება ანსამბლ ,,ერისიონის” საბავშვო სტუდია ,,ლამპრების” მოცეკვავე ბავშვებსა და სხვა დანარჩენ პირებს, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ისინი სამშობლოში დღესვე დაბრუნდებიან. ისინი თავდაპირველად თურქეთის 5 სხვადასხვა კლინიკაში გადაანაწილეს, მოგვიანებით კი ისინი საკონსულოში მიიყვანეს, საიდანაც ისინი საქართველოში გამოემგზავრებიან. ანსამბლის წევრები მოინახულეს და ადგილზე გაეცნენ მდგომარეობას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და რეგიონის ჯანდაცვის მინისტრი.

საქართველოსა და თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროებს შორის, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, კომუნიკაცია შედგა.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დავით სერგეენკო პირადად დაინტერესდა თურქეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობით. თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის რეჯებ აკდაღის ოფისი საქართველოს დაშავებული მოქალაქეების მკურნალობის პროცესს უშუალოდ კურირებს.

ამავე კატეგორიაში