პეტრო პოროშენკო ხვალ ბათუმში ჩამოვა

18 ივლისი 2017, 00:00 2168 ნახვა

ხვალ აჭარას პეტრო პოროშენკო ესტუმრება. უკრაინის პრეზიდენტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს შეხვდება. ბათუმში ვიზიტისას გიორგი მარგველაშვილთან ერთად საქართველო - უკრაინის საინვესტიციო ფორუმს გახსნის და მის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. ფორუმის ფარგლებში ოდესისა და აჭარის რეგიონს შორის დამეგობრების მემორანდუმი გაფორმდება.

დღეს კი უკრაინის პრეზიდენტი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. “საქართველოსა და უკრაინას ერთი პრობლემა – უკუპირებული ტერიტორიები აქვთ” – განაცხადა პოროშენკომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული პრესკონფერენციისას. პრეზიდენტებმა საერთაშორისო ორგანიზაციებში ერთობლივი მუშაობის აუცილებლობაზე ისაუბრეს. დღესვე ხელი მოეწერა ქვეყნებს შორის განათლების და სტრატეგიული თანამშრომლობის ჩამოყალიბების დეკლარაციას. 

ამავე კატეგორიაში