საქართველოს პროკურატურის განცხადება

20 ივლისი 2017, 00:00 1893 ნახვა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეს საქართველოს მთავარი პროკურატურა გამოიძიებს. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე მთავარმა პროკურატურამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა და უწყებას იგი დღეს, 20 ივლისს გადმოეცა.

საქართველოს პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია - ''სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, ასევე დაიკითხება ყველა ის პირი, ვისაც  რაიმე შემხებლობა ჰქონდა აღნიშნულ საქმესთან. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით  მიმდინარეობს''.

ამავე კატეგორიაში