სროლა ქობულეთში - ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს /ფოტო/

21 ივლისი 2017, 00:00 23135 ნახვა

ცოტა ხნის წინ სროლა იყო ქობულეთში. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ ადგილზე გენერალური ინსპექცია მუშაობს და მიმდინარეობს ფაქტის მოკვლევა.

ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე შეკრებილი არიან მოქალაქეები. როგორც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს მოქალაქეებმა უთხრეს, რუსთაველის ქუჩაზე გაჩერდა მანქანა, რომელსაც მართავდა ქობულეთის პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც იარაღიდან გაისროლა ახალგაზრდა მამაკაცის მისამართით.

„გაჩერდა მანქანა, გადმოვიდა პოლიციელი, სამოქალაქო ფორმა ეცვა. მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და გაისროლა ჩემი მისამართით. გუშინ წინ აღმაშენებლის ქუჩაზე გადავადგილდებოდი რა დროსაც გამაჩერა პოლიციის თანამშრომელმა ა. დ, რომელიც ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას და მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დამემუქრა“ - ამბობს რომან ქათამაძე. ადგილზე მუშაობს ჩვენი გადამღები ჯგუფი.

 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში