გამოძიება ტურისტებისთვის თანხის გამოძალვის ფაქტზე

25 ივლისი 2017, 00:00 2786 ნახვა

ბათუმში ტურისტებისთვის თანხის გამოძალვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ომანის მოქალაქეების გამოკითხვა გუშინ გვიან ღამემდე გაგრძელდა. როგორც ადვოკატმა ზვიად მარკოიძემ სატელეფონო საუბარში განაცხადა, თარჯიმნის პრობლემა შეიქმნა, რადგან ტურისტები ცუდად ფლობენ არაბულსა და ინგლისურს, ამიტომ დაკითხვის პროცესი გაჭიანურდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე 181-ე, გამოძალვის მუხლით აღძრა. ტურისტებს ამჟამად დაზარალებულების სტატუსი აქვთ. ადვოკატის ინფორმაციით, ერთ-ერთ ღამის კლუბში ტურისტებს ორ ჭიქა კოკტეილში 300 დოლარი გადაახდევინეს. 

ამავე კატეგორიაში