დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახს პრემიერ-მინისტრი უსამძიმრებს

04 აგვისტო 2017, 00:00 1975 ნახვა

“უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ავღანეთში ერთობლივი პატრულირებისას მომხდარი თავდასხმის დროს ჩვენი, ქართველი მეომრის, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტის, მდინარი ბებიაშვილის დაღუპვის გამო. ვიზიარებ მისი ოჯახისა და ახლობლების უდიდეს ტკივილს. ეს საქართველოს, თითოეული ჩვენგანის ტკივილია, რომელსაც ვერაფერი გაანელებს.

თავდასხმისას ასევე დაშავდა ჩვენი სამი ჯარისკაცი - კაპიტანი მიხეილ გვირჯიშვილი, უფროსი ლეიტენანტი გიგა ხახუტაშვილი და კაპრალი გელა ხარშილაძე, რომლებსაც მკურნალობა უტარდებათ. მათ მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.” - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში