ვაშლოვანში უწყლობას უჩივიან

09 აგვისტო 2017, 00:00 2898 ნახვა

სასმელი და მინერალური წყლებით გამორჩეული ქვეყანა, რომლის სოფლებშიც მოსახლეობას წყალი გრაფიკით, ან საერთოდ არ მიეწოდება. ერთ-ერთი ასეთი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელი ვაშლოვანია. მოსახლეობას ბოლო სამი დღეა იმ წყლის მიწოდებაც შეუწყდა, რომელიც სასმელად უვარგისი იყო. სასმელ წყალს კი ადგილობრივები უკვე 2 წელია ფეხით ეზიდებიან.

ამბობენ, რომ წყალი ჰესისთვის გვირაბის მშენებლობის შემდეგ დაშრა, რასაც კომპანიაში უარყოფენ. მიუხედავად უარყოფისა, სოციალური პასუხისმგებლობის სახელით “შუახევიჰესის” ადმინისტრაცია გამგეობას ვაშლოვანელებისთვის ალტერნატიული სისტემის მოსაწყობად თანხას მაინც ურიცხავს. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში