ხეების ჭრის ფაქტები ბეშუმში

10 აგვისტო 2017, 00:00 2921 ნახვა

ხეების უკანონო ჭრა ბეშუმის შიდა ტერიტორიაზე. ნაძვები  მოჭრილია გარე პერიმეტრზეც, თუმცა სატყეო დეპარტამენტში ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში ნებართვა გაცემული იყო, რადგან დაავადებული ნარგავები, სხვა ხეებსაც აზიანებდა.

ტურისტები და მემთეურები ამბობენ, რომ ხეების უნებართვო ჭრა ბოლო წლებში ტემპერატურის მატებაზე აისახა. ზოგადად საშეშე მასალად ხის მოჭრა დაშვებულია, თუმცა განსაზღვრული რაოდენობით. ბეშუმის შიდა პერიმეტრზე ბოლო პერიოდში ხის უკანონოდ მოჭრაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება აქვს დაწყებული, დადგენილია სავარაუდო კანონდამრღვევიც

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში