დანაგვიანებული პლაჟი ქობულეთში

14 აგვისტო 2017, 00:00 2057 ნახვა

ბობოყვათის სანაპიროს დასუფთავებას ითხოვენ დამსვენებლები. ამბობენ, რომ ტერიტორია მოუწესრიგებელია, ამასთან მათი თქმით,  პლაჟის მიმდებარედ არ არის განთავსებული  ნაგვის ურნები. ტურისტების ინფორმაციით,  რამდენიმე დღეა სანაპირო ნარჩენებისგან არ გაწმენდილა.

ქობულეთის დასუფთავების სამსახურში აცხადებენ, რომ თანამშრომელი, რომელიც აღნიშნულ მონაკვეთს ასუფთავებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამსახურში ვერ გამოცხადდა. სულიკო ბლადაძე აცხადებს, რომ ტერიტორიას დღის ბოლომდე მობილური დაასუფთავებს. რაც შეეხება ურნებს ამბობს, რომ  მუნიციპალიტეტი დამატებით 100 ურნის შესაძენად უახლოეს დღეებში ტენდერს გამოცხადებას, რომლებიც ბობოყვათის პლაჟზეც განლაგდება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში