ყოფილი ბავშვთა საავადმყოფოს შენობა გასხვისდა

16 აგვისტო 2017, 00:00 2152 ნახვა

ქობულეთის ყოფილი ბავშვთა საავადმყოფოს შენობა აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ  სარგებლობის უფლებით  ქობულეთის პირველადი ჯანდაცვის ცენტრს გადასცა. 

მოიჯარე  კომპანია  ვალდებულია  2  წლის  ვადაში  1 მლნ 800 000  ლარის  ინვესტიცია განახორციელოს,  რომლის  ფარგლებშიც შესაბამისი აპარატურით აღჭურვილი არანაკლებ 25 საწოლზე გათვლილი  სამედიცინო დაწესებულება და პირველადი ჯანდაცვის ცენტრი უნდა ამოქმედდეს.  

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში