სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა

21 აგვისტო 2017, 00:00 2064 ნახვა

200  მილიონიანი  ინვესტიცია  ქობულეთში  -  აღმაშენებლის  ქუჩაზე  5 ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას  საფუძველი  დღეს  ჩაეყარა. პროექტის თანახმად,  მოეწყობა 220 ნომრიანი სასტუმრო, ასევე სხვადასხვა გასართობი ობიექტი, სამორინე, საკონფერენციო სივრცეები  და კაფეები.  ჯამში კომპანია „კრისტალ ბილდინგმა”  200 მილიონი ლარის ინვესტიცია 42 თვის  განმავლობაში უნდა განახორციელოს.

პროექტი 400-მდე ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს. ტერიტორია სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის პირობით აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ მილიონ 648 ათას ლარად გაასხვისა. რაც ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრებმა მოსახლეობამ მშენებლობის დაანონსებისთანავე გააპროტესტა. მიზეზად ადგილობრივები ხეების შესაძლო გაჩეხვასა და სანაპიროზე გადასასვლელების ჩაკეტვას ასახელებდნენ. მათი მოთხოვნა რეკრეაციული ზოლის შენარჩუნებაა. პრეტენზიები ადგილობრივებმა დღეს მთავრობის წარმომადგენლებს, ასევე ინვესტორს გააცნეს და მოთხოვნების დაკმაყოფილების პირობა  მიიღეს. 

ამავე კატეგორიაში