პრემიერმა პრეზიდენტს ''სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით მიმართა

23 აგვისტო 2017, 00:00 2192 ნახვა

პრემიერმა პრეზიდენტს “სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით” მიმართა.

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხანძრის კერების ლიკვიდაციის და შემდგომი ლოკალიზაციის მიზნით, ასევე, მოსალოდნელი რისკების თავიდან ასაცილებლად, დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება გადაწყდა“ - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამ მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ქვეყნის რეგიონებში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, “სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით” მიმართა. „ამ საკითხზე გიორგი კვირიკაშვილსა და გიორგი მარგველაშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საქართელოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის მიმართვას დააკმაყოფილებს“,-ნათქვამია, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. პრეზიდენტის აქტის დასამტკიცებლად, ხვალ პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე შეიკრიბება.

ამავე კატეგორიაში