ქვეყნის მთავარსარდალმა სამხედრო ძალების გამოყენების ბრძანება გამოსცა

23 აგვისტო 2017, 00:00 2381 ნახვა
საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ, საქართველოს პრეზიდენტის - საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანება გამოიცა. „ბორჯომისა და ატენის ხეობაში ხანძრის შედეგად გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, საქართველოს კონსტიტუციის მე-100 მუხლის პირველი პუნქტისა და „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, გამოყენებულ იქნეს საქართველოს სამხედრო ძალების შემდეგი ქვედანაყოფები და ტექნიკა: საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის საინჟინრო ბრიგადა; საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადა; გ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა. ეს ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე“,--ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის, უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებაში.

ამავე კატეგორიაში