გიორგი მღებრიშვილი: აბასთუმანში ხანძარი პრაქტიკულად უღრან ტყეში მძვინვარებს

29 აგვისტო 2017, 00:00 3076 ნახვა

აბასთუმანში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი იმყოფება. მისი თქმით, ხანძარი პრაქტიკულად უღრან ტყეში მძვინვარებს. „საკმაოდ დიდი დაკვამლიანებაა, ღია კერები არის. ადგილზე დაახლოებით 100 ადამიანი მუშაობს. სირთულეს ქმნის ის, რომ აქ უღრანი, ხელუხლებელი ტყეა.  როგორ ადგილობრივები მიყვებიან აღნიშნულ ტერიტორიაზე ბოლო 15 წელია ერთი ხეც კი არ მოჭრილა. ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენი მუშაობს და სპეცტექნიკაა საჭირო“  - განაცხადა  საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას შინაგან საქმეთა მინისტრმა. 

საგანგებო შტაბი აბასთუმანში გააგრძელებს მუშაობას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მას კვლავ მინისტრი გიორგი მღებრიშვილი უხელმძღვანელებს. საგანგებო შტაბი აბასთუმანში ხანძრის ლიკვიდაციამდე დარჩება.

წყარო : http://1tv.ge/ge/news/view/176319.html

ამავე კატეგორიაში